პრეზიდენტის შეზღუდული უფლებები - "ოცნება" მესამე სექტორზე ღია შეტევას არ ერიდება

15.05.23 21:00
 პრეზიდენტის შეზღუდული უფლებები - "ოცნება" მესამე სექტორზე ღია შეტევას არ ერიდება

"ქართული ოცნების" ღია თავდასხმა არასამთავრობო სექტორზე - ანრი ოხანაშვილმა "სამართლიანი არჩევნების" წარმომადგენელი ჯერ არჩევნების გაყალბების მცდელობაში დაადანაშაულა, შემდეგ კი ლევან ნატროშვილი დარბაზიდან გააძევა. 

სამოქალაქო სექტორი დღეს პარლამენტში მივიდა, რომ "ოცნებისთვის" ეთქვა, ცვლილებები რომელიც პრეზიდენტს ცესკოს თავმჯდომარის შერჩევის უფლებას ართმევს, საბოტაჟია ევროპისკენ მიმავალ გზაზე. მართალია,  ზურაბიშვილმა მდინარაძის  პროექტზე ვეტო უკვე დააანონსა, თუმცა უმრავლესობამ უკვე იცის, რომ ამ ვეტოს დაძლევს და ცესკოში პოლიტიკურ გავლენებს ოფიციალურად გააფორმებს.