სკანდალი -Azimuth-ს საქართველოს ოკუპირებული რეგიონები ქვეყნებად აქვს მითითებული

15.05.23 22:41
სკანდალი -Azimuth-ს  საქართველოს ოკუპირებული რეგიონები ქვეყნებად აქვს მითითებული

სკანდალი - რუსულ ავიაკომპანია „აზიმუტს“, რომელიც 17 მაისიდან რუსეთ-საქართველოს შორის იფრენს,  ოკუპირებული რეგიონები, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ქვეყნებად აქვს მითითებული. 

ფაქტს სოციალურ ქსელში გამოხმაურება უკვე მოჰყვა:

საქართველოს მთავრობა აი, ეს კომპანია შეამოწმეთ, კარგადაა ყველაფერი და ფრენის ნებართვა მიეცით ხო, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ცალკე სახელმწიფოებად რომ ყავს ვებ-გვერდზე?- წერს გიორგი მშვენიერაძე.