ტარიელ ნაკაიძე "ევროპულ საქართველოს" ტოვებს და პარლამენტში შედის

18.05.21 15:55
ტარიელ ნაკაიძე "ევროპულ საქართველოს" ტოვებს და პარლამენტში შედის

"ევროპული საქართველოს" საარჩევნო სიის წევრი, ტარიელ ნაკაიძე პარლამენტში დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით შედის.

თავად პარტია საპარლამენტო მუშაობაში ჩართვას არ აპირებს. 

ჩემი სპეციფიკური ბექგრაუნდიდან გამომდინარე და იმ წარმომადგენლობით ფორმიდან გამომდინარე, რომელიც მე ამ შემთხვევაში მაქვს უმცირესობებთან დაკავშირებით და ყველა ის გამოკითხვა, რომელიც მე ვაწარმოე ამ დროის განმავლობაში, მაძლევს საფუძველს, რომ მე დამოუკიდებლად ვიყო პარლამენტის წევრი",- განაცხადა ტარიელ ნაკაიძემ.