მოსამართლის კითხვა "ოცნებას": "სასამართლომ რატომ უნდა დაადასტუროს ის, რასაც ენმ-ს საყვედურობთ?"
მოსამართლე ევა გოცირიძის მორიგი კითხვა "ქართულ ოცნებას" - საკონსტიტიციო სასამართლოს მოსამართლეთა პლენუმის წევრმა "ქართული ოცნების" წარმომადგენელს 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებული ბრალდებების განმარტება სთხოვა.
"სასამართლომ რატომ უნდა დაადასტუროს ის, რასაც „ნაციონალურ მოძრაობას“ საყვედურობთ?"- აეთია გიცირიძის შეკითხვის არსი.
აგვისტოს ომის კონტექტში "ქართული ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობას“ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2008 წლის 2 ოქტომბრის რეზოლუციაზე ხელმოწერას უთვლის დანაშაულად.
„რადგან თქვენ მიგაჩნიათ, რომ ეს არის ტერიტორიული მთლიანობის და საქართველოს ინტერესების ღალატი, მაშინ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით რატომ უნდა დაადასტუროს იგივე და ჩაიდინოს იგივე, რასაც თქვენ საყვედურობთ ნაციონალურ მოძრაობას?“ - მიმართა მოსარჩელე მხარეს გოციროძემ.
მოსამართლეს აინტერესბს, რა მტკიცებულებები ადასტურებს, რომ მაშინდელი ხელისუფლების მიზანი საქართველოს ტერიტორიებზე კონტროლის დაკარგვა იყო.
არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რომ სარჩელი არ ითხოვს იმის დადგენას, თუ ვინ დაიწყო ომი, არამედ სადავოა თავად რეზოლუციის მხარდაჭერა, რომლითაც, მისი მტკიცებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ან აღიარა დოკუმენტში ასახული ქმედებები, ან უსაფუძვლოდ დააბრალა სამხედროებს დანაშაული. მისი თქმით, დოკუმენტიდან დღემდე გაუმიჯნაობა ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხეს უქმნის, ხოლო რუსეთი მას სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ იყენებდა.
ამის შემდეგ მოსამართლე გოცირიძე დაინტერესდა, როგორ უნდა შეაფასოს სასამართლომ სამართლებრივი კრიტერიუმებით სარჩელში მოყვანილი მტკიცება, რომ რეზოლუციის მხარდაჭერამ რუსეთის პოლიტიკური პოზიცია გაამყარა.
გორდულაძის თქმით, რუსეთი რეზოლუციას სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ მტკიცებულებად იყენებდა.