"აზიმუტმა" აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ქვეყნების სიიდან ამოიღო

16.05.23 10:00
"აზიმუტმა" აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ქვეყნების სიიდან ამოიღო

"აზიმუტმა"  რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონები, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, დამოუკიდებელი ქვეყნების სიიდან ამოიღო.

„აზიმუტის“ ვებ-გვერდზე აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ცალკეულ ქვეყნებად იყო ჩამოთვლილი. მსურველებს ავიაკომპანიის ვებგვერდზე რეგისტრაციისას თვითგამოცხადებული რესპუბლიკების არჩევა შეეძლოთ.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, კომპანია "აზიმუტი" მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის მიმართულებით კვირაში 7 რეისს შეასრულებს.

რუსული ავიაკომპანია "აზიმუტი", რომელიც უკრაინის მიერაა სანქცირებული 17 მაისიდან საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენების შესრულებას დაიწყებს.