Abrams-ის ტანკები გერმანიაშია, უკრაინელები წვრთნებს მალე დაიწყებენ - პენტაგონი

16.05.23 11:00
Abrams-ის ტანკები გერმანიაშია, უკრაინელები წვრთნებს მალე დაიწყებენ - პენტაგონი

გერმანიაში, უკრაინული ეკიპაჟების მოსამზადებლად, Abrams 31-ის ტანკები ჩავიდა.

შტატების თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინელი სამხედროების გადამზადება რამდენიმე კვირაში დაიწყება.

"შემიძლია დავადასტურო, რომ 1A1 Abrams-ის ტიპის 31 სასწავლო ტანკი გერმანიის გრაფენვერის სასწავლო ცენტრში ჩავიდა, რათა უკრაინული სატანკო ეკიპაჟის შემდგომი წვრთნისთვის მოამზადონ. მოსალოდნელია, რომ ეკიპაჟები ჩამოვლენ და დაიწყებენ წვრთნას მომდევნო რამდენიმე კვირაში", - აღნიშნა თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა პატრიკ რაიდერმა.

პარალელურად ტანკების მობილზიება დაგემილია უკრაინაშიც. ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ჯავშანტექნიკას ომში მყოფ ქვეყნაში  შემოდგომის დასაწყისში გაგზვანის. დაპირებული ტანკების უკრაინაში ჩასვლამდე კი მათ სამართავად უკრაინული არმია უკვე მზად იქნება.