რატომ მისცეს ფრენის უფლება, რუსულ ავიაკომპანიას, რომელიც ოკუპირებულ რეგიონებს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებს - ავიაციის სააგენტო დუმს
საქართველოს მთავრობას კიდევ ერთი პრორუსულ გადაწყვეტილებაში ამხელენ -საქართველოში ფრენის უფლება მისცეს რუსულ ავიაკომპანიას რომელიც აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებს და ვებ-გვერდზე საქართველოს ოკუპირებული რეგიონები ჩამონათვალში ჰყავს მითითებული.
გუშინ საქართველოს ხელისუფლება გუშინ ამტკიცებდა, რომ ეს კომპანია შესწავლილი ჰყავს და დარღვევები არ უფიქსირდებოდა.
"პირველები" თემის გასარკვევად, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში იმყოფებოდა, თუმცა უწყების ხელმძღვანელი ადგილზე არ გამოჩენილა, თანამშრომლები არ პასუხობენ კითხვას, რატომ დაარღვიეს ოკუპაციის კანონი და რატომ მისცეს ფრენის უფლება რუსულ ხომალდს.