პარლამენტის თავმჯდომარის წინააღმდეგ სარჩელი წარმოებაშია მიღებული - პაპუაშვილს ოპოზიცია უჩივის

16.05.23 11:20
პარლამენტის თავმჯდომარის წინააღმდეგ სარჩელი წარმოებაშია მიღებული -  პაპუაშვილს ოპოზიცია უჩივის

პარლამენტის თავმჯდომარის წინააღმდეგ სარჩელი წარმოებაშია მიღებული. შალვა პაპუაშვილს ოპოზიცია უჩივის. სამართლებრივი დავის მიზეზი პაპუაშვილის განკარგულებაა, რომელმაც ბოლო 4 თვეა ოპოზიციას მიხიელ სააკშვილთან შესვლის უფლება ერთპიროვნულად აუკრძალა.

სადავო განკარგულების გამო ახნსა-განმარტების გაკეთება ახლა პარლამენტის თავმჯდომარეს სასამართლოში მოუწევს.

თამარ კორძაია არის ის დეპუტატი, რომელმაც საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა.

მისი თქმით, ორი კვირის ვადაში უნდა ჩაინიშნოს პირველი სასამართლო პროცესი. ერთ თვეში კი მოსამართლემ უნდა თქვას, აკმაყოფილებს თუ არა მის სარჩელს შალვა პაპუაშვილის წინააღმდეგ.

დეკემერში პარლამენტის თავმჯდომარემ მიიღო ზოგადი გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით შეიზღუდა მიხეილ სააკაშვილთან მონიტორინგის მიზნით პარლამენტის წევრების შესვლის უფლებამოსილება. თუმცა, ვადა არ განუსაზღვრავს. მე აპრილში მივმართე მას და ვთხოვე შეშვება, უარი მითხრა. უარი არ იყო დასაბუთებული, შემდეგ ვთხოვე დასაბუთებული პასუხი და ამაზე საერთოდ არ მიპასუხა. შევიტანე სარჩელი, იმიტომ, რომ, არ შეიძლება პარლამენტის წევრის უფლებამოსილების თვითნებური შეზღუდვა პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან. სასამართლომ სარჩელი მიიღო წარმოებაში. დაავალა შალვა პაპუაშვილს წარადგინოს წარმოების მასალები და ალბათ ამის შემდეგ ჩაინიშნება გამწესრიგებელი სხდომა. პარლამენტის წევრს, სპეციალური ნებართვის გარეშე აქვს პენიტენიცურ დაწესებულებაში შესვლის უფლება. ეს შეზღუდვა არ შეიძლება იყოს უსასრულო და სააკაშვილთან მიმართებით ეს გახდა უსასრულო. ხელისფულებას დისკომფორტს უქმნის ის, რომ პარლამენტის წევრები მივდივართ, ვნახულობთ და ვარკვევთ სააკაშვილის მდგომარეობას". - ამბობს კორძაია.