ხელისუფლება საქართველოს საგარეო კურსს ცვლის, პასუხისგება აუცილებლად მოუწევთ - ანა ნაცვლიშვილი
ხელისუფლება საქართველოს საგარეო კურსს ცვლის და ამით ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ღალატობს - ამის შესახებ "ლელოს" წევრმა, დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.
პარლამენტარი გამეხმაურა ფაქტს, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ხელისუფლებამ ფრენების უფლება მისცა რუსულ კომპანიას, რომელსაც ოკუპირებული რეგიონები, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აქვს აღიარებული.
ნაცვლიშვილის თქმით, ფრენისა და ვიზების გაუქმება, სწორედ პრორუსული გადაწყვეტილების გაგრძელებაა.
მთავარი საფრთხე, რომლის წინაშეც ამ ხელისუფლებამ საქართველო დააყენა, არის ის, რომ შეიცვალოს ამ ქვეყნის საშინაო და საგარეო ორიენტირები. ეს არის ის, რის გამოც მათ პასუხის გება მოუწევთ"- აცხადებს დეპუტატი.