ქოლ-ცენტრების სკანდალი - "ოცნება" საგამოძიებო კომისიას ბლოკავს
ოპოზიცია პრიდაპირ ამბობს, რომ "ქართული ოცნება" ქოლ-ცენტრების საქმეზე საგამოძიებო კომისიას ბლოკავს.
პარტია "საქართველოსთვის" წევრი ბექა ლილუაშვილი ფიქრობს, რომ ახალი პროცედურული ომით ხელისუფლება საკუთარი დანაშაულის დაფარვას ცდილობს.
მისი თქმით, თუ მმრთველი გუნდი სუფთაა, "ოცნებისთვის" ეს შანსია, რომ ამ საქმის გამოძებით ზიანი მიაყენონ "ნაციონალურ მოძრაობას".
სხვადასხვა ხრიკების გამოყენებით და პროცედურული თაღლითობით ცდილობენ არანაირად არ დააყენონ დღის წესრიგში კომისიის შექმნა. ყველამ უნდა დაანებოს თავი ამ საკითხის ვიწროპარტიულ კონტექსტში გამოყენებას, იმიტომ, რომ ეს არის უზარმაზარი პოლიტიკური პრობლემების წყარო ჩვენს, მათ შორის ევროპულ მომავალთან მიმართებით. ეს არის მათთვის შანსი, თუ ისინი სუფთა არიან ამ საკითში, რომ ამით უზარმაზარი ზიანი მიაყენოს იგივე "ნაციონალურ მოძრაობას". - ამბობს ლილუაშვილი.
ვის აქვს ქოლ-ცენტრების ბიზნესი "ქართული ოცნებიდან" და ვინ მფარველობს თაღლითურ სქემას ხელისუფლებიდან? ოპოზიცია კონკრეტული გვარების დასახელებას აპირებს. რამდენიმე წუთში, პარლამენტში სესიაა, სადაც გიორგი ვაშაძე ქოლ-ცენტრების და "ქართული ოცნების" პირდაპირ კავშირებზე მტკიცებულებების გასაჯაროებას აანონსებს.