ნებისმიერი სახის ურთიერთობა რუსეთთან საქართველოს დასავლეთთან აშორებს - ნიკა მელია

16.05.23 11:33
ნებისმიერი სახის ურთიერთობა რუსეთთან საქართველოს დასავლეთთან აშორებს - ნიკა მელია

 "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია დარწმუნებულია, რომ ვიზების გაუქმება და ფრენების აღდგენის გადაწყვეტილება პუტინმა ივანიშვილის რეჟიმთან წინასწარ შეათანხმა. 

პოლიტიკოსის თქმით, ნებისმიერი სახის ურთიერთობა რუსეთთან საქართველოს დასავლეთთან აშორებს 

ნებისმიერი სახის ურთიერთობის ინტესიფიკაცია რუსეთთან, იქნება ეს ეკონომიკური თუ პოლიტიკური, და ეს ნამდვილად პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომელიც თითქოს ქართველი ხალხის საჭიროებებზე ზრუნვით აიხსნება, რაც არ შეესაბამება სიმართლეს, აშორებს საქართველოს და ქართველ ხალხს დასავლეთისგან. ბუნებრივია, ეს გადაწყვეტილება მიღებულია არამხოლოდ დამოუკიდებლად, პუტინის მხრიდან, არამედ შეთანხმებით. ივანიშვილის ავტოკრატიულ რეჟიმთან.