რუსეთის კომპანიისგან არ უნდა ველოდოთ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის ლოზუნგებით იფრენს - ვოლსკი
რუსეთის კომპანიისგან არ უნდა ველოდოთ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის ლოზუნგებით იფრენს - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა კომპანია "აზიმუტზე" განაცხადა, რითაც რუსული ავიაკომპანიის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ მოხსენიებას გამოეხმაურა.
გია ვოლსკის თქმით, ძალიან კარგია, რომ საქართველოს ოკუპირებული რეგიონები სიიდან ამოიღეს.
"რუსეთის ფედერაციის კომპანიისგან არ უნდა ველოდოთ იმას, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის ლოზუნგებით იფრენს, მაგრამ ფაქტია, რომ ამ საკითხთან მიმართებაში გადაწყვეტილება მიიღეს და ძალიან კარგია, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ამოიღეს იმ სიიდან, სადაც სხვა დამოუკიდებელი სახელმწიფოებია ნახსენები".