ვაშაძეს რუსი მდგმური ჰყავს და ხოშტარია რუსეთის ხაზინიდან რუბლებს იღებს - კობახიძე

16.05.23 13:07
ვაშაძეს რუსი მდგმური ჰყავს და ხოშტარია რუსეთის ხაზინიდან რუბლებს იღებს - კობახიძე

"სპეკულანტები არიან, გაგახსენებთ, ვაშაძეს რუსი მდგმური ჰყავს და ხოშტარია რუსეთის ხაზინიდან რუბლებს იღებს" - ასე ეხმაურება "ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების საკითხზე პარლამენტთან დაანონსებულ აქციებს.

"მე გაგახსენებთ ვინ არიან ვაშაძე და ხოშტარია. ვაშაძეს ჰყავს რუსი მდგმური საკუთარ ბინაში და ხოშტარია რუსეთის ხაზინიდან, ბიუჯეტიდან იღებს რუსულ რუბლებს პერმანენტულად და ეს ადამიანები დღეს სპეკულირებენ იმასთან დაკავშირებით, რომ აღსდგა პირდაპირი ფრენები რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები. აქედან პირდაპირ ჩანს რომ ისინი არიან უბრალოდ სპეკულანტები, ერთს ჰყავს რუსი მდგმური, რუსეთის მოქალაქე რუსი მდგმური და მეორე რუსულ რუბლებს იღებს პერმანენტულად რუსეთის ბიუჯეტიდან. სპეკულიანტის გარდა რა შეიძლება დაერქვას ვაშაძეს და ხოშტარიას და მთლიანად ამ კასტას, რასაც ჰქვია კოლექტიური "ნაციონალური მოძრაობა" - ამბობს კობახიძე.