ლევან ბერძენიშვილს სახლში უგზავნით კუნთმაგარ ადამიანებს იმისათვის, რომ დააშინონ - კორძაია "ოცნებას"

16.05.23 13:27
ლევან ბერძენიშვილს სახლში უგზავნით კუნთმაგარ ადამიანებს იმისათვის, რომ დააშინონ - კორძაია "ოცნებას"

პირდაპირი ფრენები რუსეთთან, საგამოძიებო კომისია ქოლ-ცენტრებზე, ნიკა გვარამიას უკანონო პატიმრობა და ლევან ბერენიშვილის დაშინების მცდელობა - ეს ის საკითხებია, რომლებსაც ოპოზიციის დეპუტატები პარლამენტში, სესიაზე სიტყვიით გამოსვლისას შეეხნენ.

თამარ კორძაიამ სესიაზე თქვა, რომ ფრენების დაშვება არის საკუთარი მოქალაქების მტრობა და ასევე "ოცნება" პირდაპირ დაადანაშაულა, რომ სწორედ მათ მიუგზავნეს ლევან ბერძენიშვილს დასაშინებლად კუნთმაგარი ბიჭები.

ძალიან სახიფათოა, რაც ხდება რუსეთიდან საქართველოში პირდაპირი ფრენების დანიშვნასთან დაკავშირებით. თუ ამას დავუშვებთ, ეს იქნება სწორედ საკუთარი მოქალაქეების მტრობა. უკვე ერთი წელი გავიდა ნიკა გვარამიას ციხეში გამწესებიდან და ეს არ აღმოჩნდა საკმარისი იმისათვის, რომ ან სასამართლომს, ან მთავრობამ, ან პრეზიდენტმა იფიქროს, რომ საკმარისია უკვე, რადგან ადამიანი ზის თავისუფალი სიტყვისთის. თქვენთვის კატეგორიულად აუტანელია თავისუფალი, აკადემიური სივრცე და უკვე პოლიტიკიდან წასულ ლევან ბერძენიშვილს სახლში უგზავნით კუნთმაგარ ადამიანებს იმისათვის, რომ დააშინონ და გააჩუმონ - განაცხადა კორძაიამ.