როგორ ასრულებს ქვეყანა ევრკომისიის 12 რეკომენდაციას - მესამე სექტორის საგანგაშო ანგარიში
როგორ ასრულებს ქვეყანა ევრკომისიის 12 რეკომენდაციას - საკითხზე დღეს არასამთავრობო ორგანიზაციები 2 საათის განმავლობაში მსჯელობდა. მესამე სექტორის საგანგაშო დასკვნის თანახმად 12-დან მხოლო 1 პუნქტია შესრულებული და ეს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების შესრულებას ეხება. რაც შეეხება გადამწყვეტი პუნქტები უგულებელყოფილია. საუბარია დეოლიგარქიზაციაზე, დეპოლარიზაციაზე, მედიათავისუფლებასა და სასამართლოს დამოუკიდებლობაზე.
მესამე სექტორი პირდაპირ აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" მხრიდან ევროკომისიის რეკომენაციების შესრულების ნება არ არსებობს.
ისინი გუშინ არ მოსულან ხელისუფლებაში, ისინი არიან ადამიანები, რომლებმაც ანტიდისკრიმინაციულ კანონს მხარი დაუჭირეს და მიიღეს და კიდევ ბევრი რამის თქმა შემიძლია. უბრალოდ, ახლა არის მომენტი, როდესაც, სავარაუდოდ, ცდილობენ ეკეკლუცონ ამომრჩევლების იმ ნაწილს თუ ინსტიტუციებს, რომლებსაც დღის წესრიგში აქვთ ასევე ჰომოფობია მარტო იმისთვის, რომ არჩევნები ახლოვდება. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ყველაზე მოძველებული ხერხი, ეს ხერხი არ გაამართლებს, - ამბობს „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი ანა აბაშიძე.
სტატუსმეტრის პრეზენტაციას, რომლითაც არასამთავრობოები განსაზღვრავენ, როგორ მიის ქვეყანა ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებისკენ, პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ოპოზიცია პირდაპირ ამბობს, რომ ხელისუფლება ნაბიჯებს არა რეკომენდაციების შესასრულებლად დგამს, არამედ ქვეყნის დასაზიანებლად.
არსებობს შესრულების ევროპული სტანდარტი და არსებობს შესრულების „ქართული ოცნების“ სტანდარტი, რომელიც ძალიან დაშორებულია ევროპული სტანდარტისგან. რაც ჩვენ დღეს მოვისმინეთ, დამოუკიდებელი შეფასებით ამ წუთას 12 რეკომენადციისდან 5 შეუსრულებელია, 4 ნაწილობრივ არის შესრულებული და მხოლოდ 1 რეკომენდაციაა შესრულებული იმ სტანდარტით, რომელსაც ითხოვს ევროკომისია რეკომენდაციების შესრულებას, 2 არის მეტწილა შესრულებული. რა თქმა უნდა, ასეთი შეფასების პირობებში ჩვენი მოლოდინი, სამწუხაროდ, პოზიტიური ვერ იქნება. თუ ეს მდგომარეობა არ შეიცვალა, დასკვნა, როგორც ჩანს, იქნება უარყოფითი რეკომენდაციების შესრულების თვალსაზრისით, - ამბობს „ლელოს“ ლიდერი ბადრი ჯაფარიძე.