"იურისტი მაინც დაიქირაონ" - კობახიძე ოპოზიციის სარჩელს უსუსურს უწოდებს
"ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე შალვა პაპუაშვილის წინააღმდეგ ოპოზიციის სარჩელს უსუსურს უწოდებს.
კობახიძე ოპონენტებს იურისტის დაქირავებისკენ მოუწოდებს.
თვითონ რომ არ აქვთ კვალიფიკაცია, გასაგებია, მაგრამ კვალიფიციური იურისტი მაინც დაიქირაონ ხოლმე, როდესაც ასეთი სარჩელები შეაქვთ. მათ ელემენტალური უნდა იცოდნენ, რომ ამ შემთხვევაში პარლამენტის თავმჯდომარეს აქვს აბსოლუტური დისკრეცია. ელემენტალური იურისტის დაქირავების საკითხია, რომ ასეთი უსუსური, უპერსპექტივო სარჩელი არ შეიტანონ სასამართლოში". - ამბობს კობახიძე.