დამოუკიდებელი ქვენებიდან ამოღებულია აფხაზეთი, რაც ძალიან კარგია - კალაძე

16.05.23 13:52
 დამოუკიდებელი ქვენებიდან ამოღებულია აფხაზეთი, რაც ძალიან კარგია - კალაძე

"ქართული ოცნების" სხვა წევრების მსგავსად, თბილისის მერის, კახა კალაძეც "ძალიან კარგს" უწოდებს ფაქტს, რომლის მიხედვითაც, რუსულმა ავიაკომპანია Azimuth-მა დამოუკიდებელი ქვეყნების ჩამონათვალიდან ოკუპირებული ტერიტორიები ამოიღო. 

კალაძის თქმით, პირდაპირი ფრენები, ადამიანებს იმის შესაძლებლობას  მისცემს, რომ სხვა ქვეყნის გავლით კი არა, პირდაპირ შეძლონ რუსეთის სხვადასხვა ქალაქში გამგზავრება.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ვერც ერთი სანქცირებული კომპანია ვერ განახორციელებს ფრენებს. ის კონკრეტული ფაქტი რაზეც საუბრობთ, ძალიან ცუდია, თუმცა როგორც დამოუკიდებელი ქვენებიდან ამოღებულია აფხაზეთი, რაც ძალიან კარგია", - განაცხადა კალაძემ.