ხერხეულიძის თქმით, სააკაშვილი პოლიტიკურ იზოლაციაში "ოცნებამ" სპეციალურად მოაქცია

16.05.23 14:08
ხერხეულიძის თქმით, სააკაშვილი პოლიტიკურ იზოლაციაში "ოცნებამ" სპეციალურად მოაქცია

ენმ-ს წევრი ეკა ხერხეულიძე ამბობს, რომ მმართველმა გუნდმა მიხეილ სააკაშვილი პპოლიტიკურ იზოლაციაში "ოცნებამ" სპეციალურად მოაქცია, რადგან მისი თქმით, ეს აკრძალვა პოლიტიკურად მნიშვნელოვან პერიოდს დაემთხვა, ახლა კი ხელხეულიძე ამბობს, რომ ამ აკრძალვის გაგრძელების პოლიტიკური მოტივები აღარ არსებობს.

ადამიანს პოლიტიკურ წრეებთან კომუნიკაცია აქვს შეზღუდული. ამაზე ზრუნავენ კონკრეტული ადამიანები და ისინი, ვინც ამ გადაწყვეტილებას იღებენ, ვინ უნდა შევიდეს და ვინ აღარ უნდა შევიდეს, ეს გახლავთ პოლიტიკური სარჩელით მოტივირებული. დასავლელი პარტნიორებიც წუხან, რომ მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკრი წრეებიდან ვეღარავინ ვერ ნახულობს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეზღუდვა სპეციალურად მოხდა. ძალიან მნიშვნელოვან პერიოდს დაემთხვა მასთან შესვლის აკრძალვა და ვფიქრობ, რომ პოლიტიკური მოტივები აღარ არსებობს, რომ აკრძალონ მასთან შესვლა". - ამბობს ხერხეულიძე.

პარლამენტის თავმჯდომარის წინააღმდეგ სარჩელი წარმოებაშია მიღებული. შალვა პაპუაშვილს ოპოზიცია უჩივის. სამართლებრივი დავის მიზეზი პაპუაშვილის განკარგულებაა, რომელმაც ბოლო 4 თვეა ოპოზიციას მიხიელ სააკშვილთან შესვლის უფლება ერთპიროვნულად აუკრძალა.