რუსეთთან უვიზო მიმოსვლა და ფრენების აღდგენა - მწვავე დებატები პარლამენტში

16.05.23 15:32
რუსეთთან უვიზო მიმოსვლა და ფრენების აღდგენა - მწვავე დებატები პარლამენტში

რუსეთთან უვიზო მიმოსვლა, ფრენების აღდგენა და ქოლცენტრებთან "ქართული ოცნების" კავშირები -ამ თემებზე რამდენიმე საათია პარალამენტში მწვავე პოლიტიკური დებატები მიმდარეობს. ოპოზიცია ხელისუფლებას ქვეყნის რუსულ ორბიტაზე გადაყვანის მცდელობაში ადანაშუალებს და მმართველ პარტიას ანტისახელმწიფობრივ გადაწყვეტილებებში ამხელს.

"ლელოს" წევრმა სხდომაზე თქვა, რომ რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენა ქვეყნისთვის საფრთხის შემცველი იქნება. 

პირდაპირი ფრენები ნიშნავს იმას, რომ ასჯერ გაიზრდება საფრთხე, რომ საქართველო გამოყენებული იქნება სანქციებისთვის გვერდის ავლის მიზნით, - თქვა სალომე სამადაშვილმა.

ენმ-ს წევრმა თინა ბკუჩავამ "ქართულ ოცნებას" პირდაპირ უთხრა, რომ პუტინის კეთილგანწყობა მათ ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯებით დაიმსახურეს.

თქვენ გჯერათ ბატონი სარჯველაძის სიტყვები, რომ ივანიშვილის მარიონეტებმა აიძულეს პუტინი, რომ რაიმე გაეკეთებინა? პუტინის კეთილგანწყობა თქვენ, რუსულმა ოცნებამ, დაიმსახურეთ ანტიუკრაინული და ანტიდასავლური პოლიტიკის გამო. პუტინის განწყობა თქვენ, რუსულმა ოცნებამ დაიმსახურეთ ჩვენი ქვეყნის ომში მოღალატეობირვად დადანაშაულებით, - თქვა ბოკუჩავამ.

სხდომათა დარბაზში ისმოდა სანქციების დაწესების მოთხოვნაც.

დიახ, ჩვენ ვითხოვთ სანქცირებას ბიძინა ივანიშვილისა, უცა მამაცაშვილის, ლილუაშვილის... ყულევში აი, ამ წუთას, ერთი კვირის წინ შემოსული 600 რუსული ვაგონია სანქცირებული მაზუთით დატვირთული. 35 ათას ტონაზეა საუბარი. ყველამ კარგად ვიცით, რომ  სანქცირებულ ტვორთს ეზიდება ბიძნა ივანიშვილის ძმა საქართველოშ და მეტიც, სანქციებს რომ ტავი დავანებოთ, აგერ არის ექქსპერტის დაკსვნა, რომ ეს დიზელი არის მკვლელი დიზელი, - თქვა ენმს- თავმდჯომარემ ლევან ხაბეიშვილმა.