სააკაშვილმა სტრასბურგის გადაწყვეტილება სულ თავში უნდა ურტყას იმ ადამიანებს, ვინც ის წააქეზა - ღუდუშაური

16.05.23 15:37
სააკაშვილმა სტრასბურგის გადაწყვეტილება სულ თავში უნდა ურტყას იმ ადამიანებს, ვინც ის წააქეზა - ღუდუშაური

სააკაშვილმა სტრაბურგის გადაწყვეტილება სულ თავში უნდა ურტყას იმ ადამიანებს, ვინც ის წააქეზა და ამ დღეში ჩააგდო, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა ალუდა ღუდუშაურმა პარლამენტის სხდომაზე განაცხადა.

ტალახის სროლას, რომელსაც თქვენ კამპანიური ხასიათი მიეცით, ბოდიში უნდა მოუხადოთ. ამავდროულად, მე მინდა გითხრათ ერთი რამ, სააკაშვილმა აი, ამ გადაწყვეტილების შემდეგ თუ რაიმე უნდა გააკეთოს, აი, ეს გადაწყვეტილება უნდა აიღოს და იმ ადამიანებს, ვინც ის წააქეზა, ვინც ის ასეთ დღეში ჩააგდო, სულ თავში უნდა გირტყათ ეს გადაწყვეტილება, - თქვა ღუდუშაურმა.