რუსული ავიაკომპანიები რუსეთის ხელისუფლებასთან პირდაპირ კავშირში არიან - ბადრი ჯაფარიძე

16.05.23 15:52
რუსული ავიაკომპანიები რუსეთის ხელისუფლებასთან პირდაპირ კავშირში არიან - ბადრი ჯაფარიძე

"ლელოს" ლიდერი ბადრი ჯაფარიძე რუსეთიდან პირდაპირი ფრენების აღდგენას დაუშვებლად მიიჩნევს. ოპოზიციონერი ლიდერი ამბობს, რომ რუსული ავიაკომპანიები რუსეთის ხელისუფლებასტან არიან კავშირში და მათ პოლიტიკას იზიარებენ. 

ნებისმიერი რუსული ავიაკომპანია, რომელიც ოპერირებს რუსეთში, არის პირდაპირ კავშირში რუსეთის ხელისუფლებასთან. ჩვენ უნდა გვესმოდეს ეს. სხვა შემთხვევაში, ასეთი ავიაკომპანია ვერ იფუნქციონირებს. შესაბამისად, ასეთი ავიაკომპანიები აბსოლუტურ თანხმობაში არიან რუსეთის ხელისუფლების პოლიტიკასთან. რუსეთის ხელისუფლების პოლიტიკაა, საქართველოს ოკუპირეული ტერიტორიის ოკუპაციის გაგრძელება, - ამბოლბს ჯაფარიძე.