ფრენების აღდგენა პუტინს შავი ფულის საკეთებლად სჭირდება - ხაბეიშვილი საფრთხეებზე საუბრობს
ენმ-ს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი იმ საფრთხეებზე საუბრობს, რომელიც შესაძლოა, რუსეთიდან პირდაპირი ფრენების აღგენას მოჰყვეს. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, პუტინის ფრენების აღდგენა შავი ფულის და ეკონომიკური სარგებლის მიღების მიზნით სჭირდება.
ეს ფრენები ადამიანის ჯანმრთელობასაც უქმნის საფრთხეს, იმიტომ, რომ ერთი წელია მათ არანაირი ტექნოლოგიური შესაძლებლობა არ აქვთ განაახლონ თვითმფრინავი, შესაბამისად, ეს არ არის ადამიანების საჭიროებებზე მორგებული, ეს არის პუტინისთვის ეკონომიკური სარგებელი რომ მიიღოს, აი, ის შავი ფული, ქეში რომ ატარონ ძალიან სწრაფად და არ დასჭირდეთ ავტომობილით რამდენიმე კვირა თბილისი-მოსკოვში გზავნილებისთვის, ასევე სანქცირეული ოქრო რომ ატარონ და ასევე, სავარაუდოდ, არ გამოირიცხება სამხედრო ჩიპებისთვისაც გამოიყენონ, - თქვა ხაბეიშვილმა.