ოპოზიციამ გვარამიასთან ერთად სააკაშვილი არ ახსენა, გაწიეს ეს თემა - მდინარაძე

16.05.23 15:58
ოპოზიციამ გვარამიასთან ერთად სააკაშვილი არ ახსენა, გაწიეს ეს თემა - მდინარაძე

"ქართული ოცნების" ახალი მესიჯბოქსი - მმართველი პარტია მთელია დღეა მიხიელ სააკაშვილს და ოპოზიციას შორის განხეთქილებაზე საუბრობს. "ოცნების" დეპუტატები ერთ-მეორეს მიყოლებით ირწმუნებიან, რომ პოლიტიკოსები სააკაშვილს გაემიჯნენ. 

მამუკა მდინარაძის თქმით, ოპოზიციის არცერთმა წარმომადგენელმა ნიკა გვარამიასთან ერთად არ ახსენა მიხეილ სააკაშვილი, რადგან სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ მათ არ უნდათ, რომ გვარამიას სახელიც გააფუჭონ.

დღევანდელ გამოსვლაში რადიკალური ოპოზიციის არცერთმა წარმომადგენელმა  ნიკა გვარამიასთან ერთად არ ახსენა მიხეილ სააკაშვილი. და იცით რატომ? - იმიტომ, რომ სააკაშვილზე, იმ რეზოლუციებზე, იმ განცხადებებზე, რაც თქვენ ნიკა გვარამიას მოტივირებული პატიმრობის არგუმენტად მოიტანეთ, გასცა პასუხი სტრასბურგის სასამართლომ. სტრასბურგმა რომ მათი ტყუილები ამხილა, ამ ნარატივით გვარამიას თემა არ უნდათ გააფუჭონ. წარმოგედგინათ, ორი კვირის წინ, გვარამიას ახსენებდნენ და პოლიტპატიმრებზე ილაპარაკებდნენ და სააკაშვილს არ ახსენებდნენ? ახლა გაწიეს ეს თემა, პიარული სვლაა". - ამბობს მდინარაძე.