"ოცნება" ოპოზიციაში განხეთქილების შეტანას ცდილობს - გოცირიძე

16.05.23 16:06
"ოცნება" ოპოზიციაში განხეთქილების შეტანას ცდილობს - გოცირიძე

რომან გოცირიძე ამბობს, რომ "ოცნებას" თავიანთი განცხადებებით, განხეთქილების შეტანა უნდა ოპოზიციაში და სწორედ ამიტომ ამბობენ, რომ ოპოზიციამ მიხეილ სააკაშვილი დაივიწყა.

ოპოზიციაში განხეთქილების შეტანას ცდილობენ, რომ გაჩნდეს პრეტენზიები, რომ ხომ ხედავთ, "ნაციონალური მოძრაობა" რა უმოქმედოა და როგორ დაივიწყეს მიშა, ძალიან ბევრი მხარე აქვს ამ განცხადებებს". - ამბობს რომან გოცირიძე.

"ქართული ოცნების" ახალი მესიჯბოქსი - მმართველი პარტია მთელია დღეა მიხეილ სააკაშვილს და ოპოზიციას შორის განხეთქილებაზე საუბრობს. "ოცნების" დეპუტატები ერთ-მეორეს მიყოლებით ირწმუნებიან, რომ პოლიტიკოსები სააკაშვილს გაემიჯნენ.