მიხეილ სააკაშვილის დავიწყება შეუძლებელია - იაგო ხვიჩია
"გირჩის" ლიდერი იაგო ხვიჩია ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის დავიწყება შეუძლებელია და ეს საფრთხე დღის წესრიგში არ დგას.
ხვიჩია "ოცნების" მესიჯბოქსს ენმ-ში შუღლის გასაღვივებლად დაწყებულს კამპანაის უწოდებს და გასაკვირს ვერაფერს ხედავს იმაში, რომ ნიკა გვარამიას პატიმრობის ერთი წლის თავზე, მისი საკითხი უფრო აქტუალურია, ვიდრე სხვა ადამიანების.
მემგონი, მიხეილ სააკაშვილის დავიწყება შეუძლებელია, რაც არ უნდა შევხედოთ, ამიტომ, მაგ საფრთხე არ დგას დღის წესრიგში. თუმცა, ის, რომ ნიკა გვარამიას პატიმრობიდან ერთი წლისთავზე უფრო აქტუალური იყოს მისი საკითხი, ვიდრე სხვა რომელიმე ადამიანის, მემგონი აქ გასაკვირი არაფერია. შუღლს თესავენ ეტყობა "ნაცმოძრაობის" შიგნით, რომ დააპირისპირონ ენმ-ს ორი ლიდერის გულშემატკივრები. "ოცნებისგან" ეს ბუნებრივია". - ამბობს იაგო ხვიჩია.
"ქართული ოცნების" ახალი მესიჯბოქსი - მმართველი პარტია მთელია დღეა მიხეილ სააკაშვილს და ოპოზიციას შორის განხეთქილებაზე საუბრობს. "ოცნების" დეპუტატები ერთ-მეორეს მიყოლებით ირწმუნებიან, რომ პოლიტიკოსები სააკაშვილს გაემიჯნენ.