ეს ნაბიჯი შეშფოთებას იწვევს - პიტერ სტანო რუსეთთან ფრენებზე

16.05.23 16:29
ეს ნაბიჯი შეშფოთებას იწვევს -  პიტერ სტანო რუსეთთან ფრენებზე

"ეს ნაბიჯი შეშფოთებას იწვევს საქართველოს ევროკავშირისკენ სვლის და ევროკავშირთან საგარეო პოლიტიკის სფეროში შესაბამისობის ვალდებულების თვალსაზრისით, რაც ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმებით არის გათვალისწინებული"- ამის შესახებ ევროკომისიის საგარეო საქმეთა სამსახურის სპიკერი საუბრობს. 

 პიტერ სტანო რუსეთის მიერ საქართველოსთვის პირდაპირ ფრენებზე დაწესებული შეზღუდვისა და სავიზო რეჟიმის გაუქმებას ეხმიანება და პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოს გადაწყვეტილება აფერხებს ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. 

წუხილს გამოვთქვამთ რუსეთთან ავიამიმოსვლის აღდგენის თაობაზე საქართველოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მას შემდეგ რაც რუსეთმა გასულ კვირას  ავიამიმოსვლის აკრძალვის მოხსნა გადაწყვიტა.

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უკანონო ომის  გამო, ევროკავშირმა და რიგმა სხვა ქვეყნებმა სანქციები დაუწესეს რუსეთის ავიაციას და ფრენები არ არის დაშვებული რუსეთიდან, რუსეთში ან რუსეთის ტერიტორიის თავზე.

ეს ნაბიჯი შეშფოთებას იწვევს საქართველოს ევროკავშირისკენ სვლის და ევროკავშირთან საგარეო პოლიტიკის სფეროში შესაბამისობის ვალდებულების თვალსაზრისით, რაც ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმებით არის გათვალისწინებული.

სამწუხაროდ,  ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის (CFSP) გადაწყვეტილებებსა და დეკლარაციებთან საქართველოს მიერთების მაჩვენებელი შარშანაც დაბალი 44%-დან წელს ამდროინდელი მონაცემებით, კიდევ უფრო, 31%-მდე დაიწია.

გარდა ამისა, შეგახსენებთ, რომ გაეროს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (ICAO) სერიოზული შეშფოთება გამოხატა რუსეთის თვითმფრინავების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით" - ამბობს ევროკომისიის ვიცე- პრეზიდენტის ჯოზეფ ბორელის პრეს-სპიკერი.