რატომ წაართვეს ოპოზიციას სააკაშვილის მონახულების უფლება? - პაპუაშვილს სასამართლოში უჩივლეს

16.05.23 20:17
რატომ წაართვეს ოპოზიციას სააკაშვილის მონახულების უფლება? - პაპუაშვილს სასამართლოში უჩივლეს

შალვა პაპუაშვილს საკონსტიტუციო სასამართლოში ელოდებიან. დაახლოებით ორ კვირაში პარლამენტის თავმჯდომარე მოსამართლეთა კოლეგიის წინაშე უნდა წარდგეს. პაპუაშვილმა სასამართლოს უნდა დაუსაბუთოს, რის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება, რითაც ოპოზიციას მიხეილ სააკაშვილის მონახულების უფლება წაართვა.

ოპონენტები პაპუაშვილს კონსტიტუციის დარღვევაში ამხელენ.  მათი სარჩელი  უკვე წარმოებაშია მიღებული. პარლამენტის თავმჯდომარის  სკანდალის გადაფარვა კი დღეს "ოცნებამ" ახალი მესიჯბოქსით სცადა. დეპუტატები ერთმანეთის მიყოლებით ამტკიცებდნენ, რომ ოპოზიციასა და მიხიელ სააკაშვილს შორის დიდი განხეთქილებაა. 

ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.