გოგი წულაიამ მოსამართლეს აგინა

18.05.21 17:25
გოგი წულაიამ მოსამართლეს აგინა

შეიძლება წაართვა ადამიანს სახლი, კარი, ოჯახი, სამშობლო, მაგრამ თავისუფლებას ვერ წაართმევ! - ამ სიტყვებით მიმართა დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაკავებულმა გოგი წულაიამ სახელმწიფო ბრალდებას.  პოლიტიკოსმა პროკურორს  უთხრა , რომ მასზე უფრო თავისუფალია, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან პატარა საკანში უწევს ჯდომა. სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავებულმა წულაიამ გოგი წულაიამ მოსამართლეს აგინა, რის შემდეგაც პროცესიდან გააძევეს:

მალე მნახავ გარეთ გამოსულს. გამოვალ ისე, როგორც გამოვიდა მელია. შეიძლება წაართვა ადამიანს სახლი, კარი, ოჯახი, სამშობლო, მაგრამ თავისუფლებას ვერ წაართმევ! 9 ნაბიჯი აქვს ჩემს კამერას, 9 ნაბიჯი აქეთ, და 4 ნაბიჯი ასე...შენზე მეტი თავისუფალი თუ არ ვიყო, მე ვიყო უნამუსო. თავისუფლებას თქვენ მე ვერ წამართმევთ! შენზე მეტად თავისუფალი ვარ, მიუხედავად იმისა, რომ ბალანდას მაჭმევენ!, - განაცხადა წულაიამ. 

სასამართლო პროცესზე წულაიამ მოსამართლესაც მიმართა და მას მონა უწოდა.  პოლიტიკოსი მოსამართლის იმ გადაწყვეტილებამ გააღიზიანა, რომლის მიხედვითაც მას წინასწარი პატიმრობის ვადა კიდევ 2 თვით გაუხანგრძლივდა.

დაკავებული პოლიტიკოსი მოსამართლის გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.
 

მსგავსი სიახლეები