ევროკომისიის 12 პუნქტიდან მხოლოდ 1 -ია შესრულებული - მესამე სექტორის საგანგაშო ანგარიში
დარჩენილი 4 თვე და მხოლოდ 1 შესრულებული რეკომენდაცია სავალდებულო 12-დან - საგანგაშო ანგარიშს მესამე სექტორი აქვეყნებს.
რითი წარდგება საქართველო ევროკომისიის წინაშე? დასკვნის თანახმად, ამ დრომდე იგნორირებულია მოთხოვნების მთავარი პაკეტი. ხელისუფლება არაფერს აკეთებს პირობების შესასრულებლად - ასეთია მესამე სექტორის დასკვნა.
დეოლიგარქიზაცია, დეპოლარიზაცია, მედიის თავისუფლება, სასამართლო რეფორმა და არასამთავრობო სექტორის ჩართულობა პროცესებში - ეს ის ძირითადი მოთხოვნებია, რომლებიც ამოსავალი წერტილი იქნება ევროკავშირისთვის გადაწყვეტილების მიღების დროს.
"ქართული ოცნება" მოჩვენებითი რეფორმებით კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს - ეს არაერთხელ უთხრეს ბრუსელიდან საქართველოს ხელისუფლებას, თუმცა შეფასებამდე 4 თვით ადრე რეკომენდაციების შესრულება იმავე ეტაპზეა, როგორც ერთი წლის წინ იყო.
ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.