შესაძლოა, ვიღაცას ჰგონია, ტერორისტებთან ურთიერთქმედება ნორმალურია, ისინი ისტორიას ემახსოვრება - ერმაკი

16.05.23 18:20
შესაძლოა, ვიღაცას ჰგონია, ტერორისტებთან ურთიერთქმედება ნორმალურია, ისინი ისტორიას ემახსოვრება - ერმაკი

რუსეთ-საქართელოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი სოციალურ ქსელში ეხმიანება. უკრაინელი მაღალჩინოსანი პირდაპირ წერს, რომ ტეორისტთან და მკვლელებთან ურთიერთობა ნორმალური არ არის და ისტორია არე თუ გვიან ყველაფერს თავის ადგილზე დააყენებს.

ერმაკი წერს, რომ "ზოგიერთი" ცდილობს, უკრაინის დაბომბვა და 2008 წლის აგვისტოს ომი არ შეიმჩნიოს, თუმცა ისინი ისტორიას ყოველთვის ემახსოვრება. 

ისტორიას ყოველთვის ახსოვს ისინი, ვინც გენოციდს, ნაციზმსა და მის ავტორებს თითქოს ვერ ამჩნევენ და ეს ისტორიული მეხსიერება არა მგონია ვინმეს მოსწონდეს…

ქართველი ხალხი ყოველთვის იჩენს სოლიდარობას უკრაინის მიმართ. ერთი მტერი გვყავს, რომელიც 90-იანი წლებიდან, შემდეგ კი 2008 წელს კლავდა ქართველებს, ხოლო 2014 წლიდან უკრაინელებს კლავს. ჩვენი ერებისთვის ეს ეგზისტენციალური მტერია.

მაგრამ ზოგიერთები, როგორც ჩანს, ცდილობენ არ შეიმჩნიონ კიევის სარაკეტო დაბომბვები, განადგურებული მარიინკა, ბუჩაში, ირპინში, იზიუმში მოკლულები, გატაცებული ბავშვები… ზოგიერთს, როგორც ჩანს, გორის ტრაგედია დაავიწყდა.

შესაძლოა, ვიღაცას ჰგონია, რომ ეს მათ არ ეხება და ტერორისტებთან და მკვლელებთან ურთიერთქმედება ნორმალურია.

ცრუ პოზიციაა, ისტორია ყველაფერს საკუთარ ადგილზე დააყენებს, - წერს ერმაკი.