საქართველო რუსულ ავიახაზებს მიესალმება, კრემლი აღფრთოვანებულია - ოლეგ ნიკოლენკო

16.05.23 18:45
საქართველო რუსულ ავიახაზებს მიესალმება, კრემლი აღფრთოვანებულია - ოლეგ ნიკოლენკო

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი ოლეგ ნიკოლენკო რუსეთ-საქართელოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენას სოციალურ ქსელში ეხმიანება. უკრაინელი მაღლჩინოსანი "ტვიტერზე" ქართულენოვან პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ საერთაშორისო იზოლაციის ფონზე საქართელო რუსულ ავიახაზებს მიესალმება, რითაც კრემლი აღფრთოვანებულია. 

მსოფლიო ახდენს რუსეთის იზოლაციას, რათა აიძულოს იგი დაასრულოს ომი, მაგრამ საქართველო მიესალმება რუსულ ავიახაზებს და საკუთარს  მოსკოვში აგზავნის. მაშინ, როცა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია კვლავ დაუსჯელი რჩება. კრემლი კი ასეთი შედეგით აღფრთოვანებულია, - წერს ნიკოლენკო.