"რუსული ხომალდით ევროკავშირში ვერ შევალთ" - პროტესტი სამთავრობო კვარტალში
სამთავრობო კვარტალი პროტესტმა მოიცვა. პარლამენტის შენობასთან და მთავრობის ადმონისტრაციასთან ამ წუთებში პოლიტიკოსები რუსეთთან აღდგენილ ფრენებს აპროტესტებენ. ღარიბაშვილის ოფისთან თბილისი - მოსკოვის რეისის ავიაბილეთის დიდი მაკეტიც მიიტანეს. "ეს არის ცალმხრივი ბილეთი "ქართული ოცნებისთვის" რუსეთში" - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.
საქართველოს, როგორც ევროკავშირის მომავალი წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე რუსული თვითმფრინავი არ უნდა დაეშვას - ეს მოწოდებები კი უკვე პარლამენტის შენობასთან ისმის. პოლიტიკოსები ხელისუფლებას ქვეყნის ღალატში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ მოსკოვთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენა ევროპისთვის ზურგის შექცევის ტოლფასია.
ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.