არასდროს თქვა არასდროს - ბლინკენმა რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოცხადება არ გამორიცხა

17.05.23 10:08
არასდროს თქვა არასდროს - ბლინკენმა რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოცხადება არ გამორიცხა

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა   ენტონი ბლინკენმა რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადება არ გამორიცხა. ამის შესახებ მან შშ-ს სენატის საბიუჯეტო კომიტეტში ჩინეთისადმი მიძღვნილ მოსმენაზე განაცხადა.

ბლინკენმა განცხადება რესპუბლიკელი სენატორის ლინდსი გრემის საპასახუდ გააკეთა, რომელმაც სახელმწიფო მდივანს ჰკითხა, როდის გამოაცხადებდნენ რუსეთს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ.

თვეები გავიდა და არაფერი მომხდარა. ბატონო სახელმწიფო მდივანო, ძალიან მომწონხართ, მაგრამ რუსეთს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ არასოდეს გამოაცხადებთ? - ჰკითხა გრემმა ბლინკენს. 

ლინდსის შეკითხვას ბლინკენმა მოკლედ უპასუხა:

"არასდროს თქვა არასდროს".