ვიდრე მართვის სადავეებთან "ოცნებაა", ის რუსეთის პოლიტიკას მუდმივად გაატარებს - მელია
ვიდრე მართვის სადავეებთან "ოცნებაა", ის რუსეთის პოლიტიკას მუდმივად გაატარებს, - ასე აფასებს ენმ-ს ყოფილი თავმჯდომარე რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენას. ნიკა მელიას თქმით, პრობლემის გადაჭრის ერთადერთი გზა მოქმედი ხელისუფლების შეცვლაა.
ხელისუფლება „ქართული ოცნების“ სახით სანამ არის მართვის სადავეებთან, ის მუდმივად გაატარებს რუსული ხელისუფლების ინტერესებს. დღეს არის ავიამიმოსვლების აღდგენა, რომელიც ეწინააღმდეგება ეროვნულ ინტერესებს, მანამდე იყო რუსული კანონის დარეგისტრირების მცდელობა, ერთ თვეშ კიდევ დამატებითი პორბლემა იქნება შექმნილი, კიევ თვენახევარში კიევ დამატებითი რაღაცა პრობლემა, რომელიც ძირს გამოუთხრის ქართულ სუვერენეტიტეს. ეს პანდორას ყუთი „ქართულმა ოცნებამ“ რუსულ ხელისუფლებასთან ერთად გახსნა, ამიტომ მნიშვნელოვანია, ჩვენ დიდ სურათში დავინახოთ პრობლემა და პრობლემის გადაჭრა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების ცვლილებით, - ამბობს მელია.