ძალაუფლების შესანარჩუნებლად „ოცნება" სანქცირებული მოსამართლეების დანაშაულებრივი გავლენების აღმოფხვრაზე უარს ამბობს და იმორჩილებს ცესკოს - გახარიას გუნდი

17.05.23 12:00
ძალაუფლების შესანარჩუნებლად „ოცნება" სანქცირებული მოსამართლეების დანაშაულებრივი გავლენების აღმოფხვრაზე უარს ამბობს და იმორჩილებს ცესკოს - გახარიას გუნდი

ძალაუფლების შესანარჩუნებლად „ქართული ოცნება" უარს ამბობს სასამართლო სისტემაში სანქცირებული მოსამართლეების დანაშაულებრივი გავლენების აღმოფხვრაზე და საკანონმდებლო დონეზე იმორჩილებს ცესკოს - განცხადება  პარტია "საქართველოსთვის" დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა გააკეთა.

მისი თქმით, დამოუკიდებელი ინსტიტუტების გაუქმების და დაქვემდებარების პროცესი გრძელდება. 

დაუშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს, უარი თქვას შეწყვიტოს კანდიდატის სტატუსისთვის საფრთხის შექმნა და შეასრულოს ვენეციის კომისიის რეკომენდაცია.

ძალაუფლების შესანარჩუნებლად ოცნება უარს ამბობს სასამართლო სისტემაში სანქცირებული  მოსამართლეების დანაშაულებრივი გავლენების აღმოფხვრაზე და საკანონმდებლო დონეზე იმორჩილებს ცესკოს. ეს არის დამოუკიდებელი ინსტიტუტების გაუქმების და დაქვემდებარების იმ პროცესის გაგრძელება, რაც ოცნებამ დიდი ხანია დაიწყო.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნდამენტურ რეფორმა ვენეციის კომისიის მთავარი რეკომენდაცია და კანდიდატის სტატსის მიღების წინაპირობაა. საბჭოს გარდქამნის გარეშე, სასამართლოს რეალური დამოუკიდებლობა ვერ მიიღწევა. 

ამ ფონზე, ხელისუფლებამ უარი თქვა ყველა ცვლილებაზე, რაც საბჭოს უკავშირდება. მათ შორის უარი თქვა ჩვენს ინიციატივაზე შემოღებული იქნეს საბჭოში გადაწყვეტილების ორმაგი 2/3-ით მიღების წესი, რაც პირდაპირ განაპირობებს იუსტიციის საბჭოში გავლენის ჯგუფის ძალაუფლების დეკონცენტრაციას.

აღნიშნულის პარალელურად ოცნება ახლა უკვე საკანონმდებლო დონეზე იმორჩილებს ცესკოს, რომელიც სასამართლოსთან ერთად, არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარების მნიშვნელოვანი გარანტი უნდა იყოს; იცავს სანქცირებულ მოსამართლეებს და უარს ამბობს საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნაზე მათი კორუფციული ფაქტების გამოსავლენად.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას:

•  უარი თქვას ძალაუფლების შენარჩუნების ინსტრუმენტად სასამართლოს და ცესკოს გამოყენებაზე;
•  შეწყვიტოს კანდიდატის სტატუსისთვის საფრთხის შექმნა - შეასრულოს ვენეციის კომისიის რეკომენდაცია და ევროკავშირის 12 პუნქტი;
•  განიხილოს ჩვენი ინიციატივა საბჭოში გადაწყვეტილების ორმაგი 2/3-ით მიღებაზე;
•  შექმნას საპარლამენტო საგამოძიებო კომისია.