დმანისში მომხდარ ინციდენტზე დაკავებული არავინაა - გომელაურის მოადგილე

18.05.21 18:02
დმანისში მომხდარ ინციდენტზე დაკავებული არავინაა - გომელაურის მოადგილე

დმანისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ამ დრომდე არავინაა დაკავებული - ინფორმაცია მედიასთან შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ დაუდასტურა. 

მისი თქმით, გრძელდება სრულყოფილი გამოძიება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინაც განმარტა და კიდევ ერთხელ გავიმეორებთ რომ დმანისში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით როგორც პირველ დღეს ისე გუშინ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება, მიმდინარეობს შესაბამისი ოპერატიულ-სამძებრო, ასევე, საპროცესო მოქმედებები, ამ ეტაპისათვის დაკავებული არ არის არც ერთი პირი, გუშინ რამდენიმე პირი იყო გამოკითხვაზე გადაყვანილი, თუმცა დაკავება არ მომხდარა, ისინი ჩვეულებრივ დაკითხვის შემდეგ გათავისუფლდნენ, ჩვენ ვაგრძელებთ სრულყოფილ და ამომწურავ გამოძიებას, ყველა ფაქტის და გარემოების დეტალური შესწავლა მოხდება გამოძიების მიერ და რა შედეგებსაც მოგვცემს გამოძიება იმის მიხედვით მოხდება შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება"- განაცხადა მინისტრის მოადგილემ. 

ჟურნალისტებს რაც შეეხებათ, ალექსანდრე დარახველიძე  ამბობს, რომ კონკრეტული ფაქტების სრულყოფილი შესწავლა მოხდება: 

ჟურნალისტებთან დაკავშირებით, ერთიანად არის გამოძიება დაწყებული და მათ შორის ჟურნალისტების ეპიზოდის და რა თქმა უნდა მოხდება სრულყოფილი შესწავლა და თუკი საჭირო გახდება კონკრეტული საქმეების გამოყოფა და გაერთიანება, ამის შესახებ უფლებამოსილი პირები მიიღებენ გადაწყვეტილებას, თუმცა ამ ფაქტთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს გამოძიება. რაც შეეხება ზოგადად პირების იდენტიფიცირებას, გამოძიება იცით, რომ არის საკმაოდ რთული პროცედურა. მოიცავს სხვადასხვა სამართლებრივ მოქმედებებს მოიცავს კონკრეტული მტკიცებულებების მოპოვების პროცედურულ საკითხებს შესაბმისად მიმდინარეობს ამ მიმართულებით მუშაობა და როგორც კი გვექნება შესაბამისი შედეგები საზოგადოებას ეცნობება.
", - განაცხადა დარახველიძემ.

ცნობისთვის, დღეს "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დმანისის მოვლენების შეფასებისას თქვა, რომ პოლიციამ მწვავე  კონფლიქტში მონაწილე რამდენიმე პირი, მისი ინფორმაციით გუშინვე დააკავა.  

მსგავსი სიახლეები