„ევროპულმა საქართველომ" აჩვენა კლასი პარტიის დაშლაში - იაგო ხვიჩია

18.05.21 18:28
„ევროპულმა საქართველომ" აჩვენა კლასი პარტიის დაშლაში - იაგო ხვიჩია

„ევროპულმა საქართველომ" აჩვენა კლასი პარტიის დაშლაში  - ასე შეაფასა „გირჩის" წევრმა იაგო ხვიჩიამ „ევროპული საქართველოს" პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება. 

პარლამენტში შესული ხვიჩია ამბობს, რომ "ამხელა პარტია ისე დაიშალა, რომ ფაქტობრივად ერთმანეთიც არ გაულანძღავთ და არ ყოფილა ზედმეტი სიტყვები". 

მისი თქმით, ეს ყველაფერი, დანარჩენმა პოლიტიკურმა სპექტრმა უნდა ისწავლონ. 

ბოლო პერიოდში ცოტა აურიეს, თორემ მანამდე კარგად მიდიოდნენ. ეს არევა, ჩემი აზრით, არჩევნებზე ნაჩვენებმა არადამაკმაყოფილებელმა შედეგმა გამოიწვია", - განაცხადა ხვიჩიამ.

„ევროპული საქართველო" პარლამენტში არ შედის.  ტარიელ ნაკაიძემ კი პარტია დატოვა და პარლამენტში შედის.