ანტიოქიის პატრიარქმა ასლან ბჟანია მიიღო და ოკუპირებული აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ მოიხსენია
ანტიოქიის პატრიარქმა აფახაზეთის ე.წ. პრეზდიენტს, ასლან ბჟანიას და მის დელეგაციას დამასკოში ოფიციალურად უმასპინძლა. შეხევდრაზე იოანე მეათემ ოკუპირებული აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ მოიხსენია.
საპატრიარქოს ამ ფაქტთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია. თეოლოგები და სასულიერო პირები ამბობენ, რომ საქართველოს საპატრიარქომ ფაქტთან დაკავშირებით პოზიცია მკვეთრად უნდა დააფიქსიროს.
მესიჯი არის არამარტო საპატრიარქოსთვის, არამედ მთავრობისთვის, როდესაც მეთაური ეკლესიისა ამ ნაბიჯს დგამს, ნიშნავს რომ როგორც სახელმწიფოს აღიარებს. საქართველოს ეკლესიამ დუმილი წლებია აირჩია,აფხაზეთტან მიმართებით არ გვაქვს სწორი პოზიცია, მკაფიო მესიჯები და ეკლესია ამას ადრე თუ გვიან მწარედ ინანებს", - ამბობს ანდრია სარია.