ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტში (ვიდეო)
ხმაური პარლამენტში - დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. კადრებში, როემლიც "პირველების" კამერამ გადაიღო, ჩანს "ოცნების" დეპუტატი, დაჩი ბერაია, რომელმაც "სტარტეგია აღმაშენებლის" ლიდერს, გიორგი ვაშაძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რასაც ხელჩართული ჩხუბი მოჰყვა.
აქტიურობდა რადიკალთა ლიდერი, მიხეილ ყაველაშვილი.
"ტვ პირველების" კორესპოდენტის ცნობით, მას შემდეგ, რაც გიორგი ვაშაძემ სიტყვით გამოსვლა დაასრულა და ტრიბუნა დატოვა დაჩი ბერაიამ მას შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.„სამარცხვინო და ნაძირალა“ - ისმოდა სხდომათა დარბაზში.
მანამდე ოპოზიციონერმა მმართველი პარტია რუსეთის ინტერესების გატარებაში დაადანაშაულა და თქვა, რომ „ქართველ ხალხს არ სჯერა რუსული მშვიდობის არ სჯერა"
ჩვენ გვინდა ნატოს და ევროკავშირის მიერ გარანტირებული მშვიდობა, გვინდა ეკონომიკური კეთილდღეობა ევროკავშირთან ერთად. დღეს გაწევრიანების შანსი გვაქვს და ამ შანს უკარგავთ ჩვენს ქვეყანას. ეს არის რეალობა. არა რუსულ ფრენებს, არა რუსეთს საქართველოში, წინ ევროპისკენ, წინ ნატოსკენ,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.