ყველამ იცის, რუსეთთან ფრენები ნიშნავს ევროკავშირის სანქციას - რიკარდ იოზვიაკი

19.05.23 20:15
ყველამ იცის, რუსეთთან ფრენები ნიშნავს ევროკავშირის სანქციას - რიკარდ იოზვიაკი

რუსთაველზე შეკრებილ მომიტინგეებს რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ჟურნალისტი, რიკარდ იოზვიაკი შეუერთდა. ჟურნალისტის შეფასებით, რუსეთთან პირდაპირი ფრენის აღდგენა ცუდი ამბავია საქართველოსთვის: 

"საკმაოდ ცუდი სიახლეა საქართველოსთვის. მე ვსაუბრობ იმ ადამიანის სახელით, რომელიც ევროკავშირის საკითხებს აქტიურად მიჰყვება. 

ყველამ იცის, რომ რუსეთთან ფრენები ევროკავშირის სანქცირების რისკია. საქართველოს სურს იყოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, ახლა თქვენ გამოიცანით რა მოხდება?!", -  თქვა იოზვიაკმა. 

მსგავსი სიახლეები