„ევროპულმა საქართველომ“ იმდენი მოახერხა, რომ ჩამოყალიბდა ერთი კაცის პარტიად - ალუდა ღუდუშაური
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის, ალუდა ღუდუშაურის, შეფასებით, პარტია "ევროპული საქართველო" დაშლის პირასაა. ღუდუშაურის თქმით, ი,ს რომ მიშელის დოკუმენტზე ბოკერიას ხელმოწერა არ არის, ხელს არ უშლის იმას, რომ პარტიიდან წამოსულმა ტარიელ ნაკაიძემ საპარლამენტო საქმიანობა გააგრძელოს.
"ევროპულმა საქართველომ" იმდენი მოახერხა, რომ როგორც იქნა საბოლოოდ გადაიქცა და ჩამოყალიბდა ერთი კაცის პარტიად, პარტიაში არის მძიმე პროცესი პრაქტიკულად დაშლილია ეს პარტია. ამდენად, შეთანხმებას თუ არ აწერს ბატონი ბოკერია ხელს, ეს არაფერს უშლის ხელს, რომ ბატონმა ნაკაიძემ საქმიანობა პარლამენტში გააგრძელოს. „ევროპული საქართველო“ პრაქტიკულად აღარ არსებობს და შესაბამისად, რაც აღარ არსებობს, შეთანხმებას ვერც გაემიჯნება. „ევროპული საქართველო“ ბატონი მიშელის დოკუმენტს კი არა, ყველას და ყველაფერს გამიჯნულია“, – განაცხადა ღუდუშაურმა.