სააკაშვილი გაკოტრებული, მომთაბარე, წარუმატებელი პოლიტიკოსია - ალუდა ღუდუშაური

19.05.21 13:21
სააკაშვილი გაკოტრებული, მომთაბარე, წარუმატებელი პოლიტიკოსია - ალუდა ღუდუშაური

 „ქართული ოცნების“ წევრი, ალუდა ღუდუშაური, საქართველოს მესამე პრეზინდეტს გაკოტრებულ, მომთაბარე პოლიტიკოსად მოიხსენიებს. მმართველი გუნდის წევრი მიხეილ  სააკაშვილის საქართველოში შესაძლო დაბრუნას ეხმიანება და ამბობს, რომ მან სასჯელი სხვა მსაჯვრდებულების მსგავსად უნდა მოიხადოს.  

საქართველოში მიხეილ სააკაშვილი არის გაკოტრებული პოლიტიკოსი. მსჯავრდებული, უცხო ქვეყნის მომთაბარე, მოხეტიალე, წარუმატებელი პოლიტიკოსი. როგორც ჩანს, მას გამბედაობა ამჯერადაც არ ჰყოფნის და ითხოვს ინდულგენციას. რატომ უნდა იყოს ბატონი სააკაშვილი განსხვავებულ მდგომარეობაში, როდესაც სხვა მსჯავრდებული პირები სასჯელს იხდიან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, - ამბობს ალუდა ღუდუშაური. 
 

მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში ჩამოსვლა თვითმმართველობის არჩევნების წინ დააანონსა.