ქვეყანაზე არ მეტყველებს კარგად, როდესაც ყოფილი პრეზიდენტი ვერ ბრუნდება ქვეყანაში - ანა ნაცვლიშვილი

19.05.21 13:42
ქვეყანაზე არ მეტყველებს კარგად, როდესაც ყოფილი პრეზიდენტი ვერ ბრუნდება ქვეყანაში - ანა ნაცვლიშვილი

ვფიქრობ, რომ ქვეყანაზე არ მეტყველებს კარგად, როდესაც ყოფილი პრეზიდენტი ვერ ბრუნდება ქვეყანაში, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა, განაცხადა. ნაცვლიშვილის თქმით, უსამართლო მართლმსაჯულებას საფუძველი სწორედ მესამე პრეზიდენტის დროს ჩაეყარა, თუმცა ის ფაქტი, რომ ახლა მიხეილ სააკაშვილს ეპყრობიან უსამართლოდ, ესეც დასაგმობია. 

ზოგადად, ვფიქრობ, რომ ქვეყანაზე არ მეტყველებს კარგად, როდესაც ყოფილი პრეზიდენტი ვერ ბრუნდება ქვეყანაში. მთავარი საკითხი, რომელიც იცით, რომ არის ჩემთვის კრიტიკული მნიშვნელობის - მართლმსაჯულებაა. სწორედ მისი პრეზიდენტობის დროს საათივით აეწყო უსამართლო მართლსმსაჯულება. ეს არ არის ჩემთვის თემა, რომელიც შეიძლება, დავივიწყოთ, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, აი, ეს მის დროს აწყობილი მართლმსაჯულება, რომ დღეს მასაც უსამართლოდ ეპყრობა, ეს არის სერიოზული, მათ შორის, ადამიანის უფლებების დარღვევა, - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.

მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში დაბრუნება თვითმმართველობის არჩევნების წინ დააანონსა.