ომბუდსმენი პარლამენტს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა არჩევის წესების დაჩქარებულად მიღებისკენ მოუწოდებს

19.05.21 14:31
ომბუდსმენი პარლამენტს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა არჩევის წესების დაჩქარებულად მიღებისკენ მოუწოდებს

ომბუდსმენი პარლამენტს მოუწოდებს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა არჩევის განახლებული წესები დაჩქარებულად მიიღოს, დროულად შეიქმნას მაქსიმალურად წარმომადგენლობითი სასამართლო რეფორმის ჯგუფი და 2021 წლის 19 აპრილის შეთანხმების ინპლემენტაცია დაიწყოს.

პირველი რიგის ამოცანა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების შერჩევისა და დანიშვნის პროცესის რეფორმირება უნდა იყოს. აუცილებელია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების არჩევნების იმგვარი მოდელის დანერგვა, სადაც შემცირდება ერთი ჯგუფის მიერ კანდიდატების დანიშვნის შესაძლებლობა და ასევე აუცილებელია საბჭოს არამოსამართლე წევრები კონსესუსის საფუძველზე შეირჩნენ საქართველოს პარლამენტში და უზრუნველყოფილ იქნას მაქსიმალური გამჭვირვალობა.  ეს ცვლილებები დაჩქარებული პროცედურებით უნდა განხორცილდეს, რათა საბჭოს დაკომპლექტება არსებული - არადემოკრატიული და გაუმჭვირვალე წესით არ მოხდეს. 
 იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების განახლებული პროცედურების მიღებისა და ახალი კანდიდატების შერჩევის შემდეგ, მნიშვნელოვანია დაიწყოს მასშტაბური რეფორმა 2021 წლის 19 აპრილის შეთანხმების შესრულების მიზნით, იმ საზოგადოებრივი და პროფესიული ორგანიზაციებისა და ჯგუფების ჩართულობით, რომლებიც წლების განმავლობაში მუშაობდნენ სასამართლოს რეფორმის პროცესზე. სახალხო დამცველი გამოხატავს მზაობას აქტიური მონაწილეობა მიიღოს ამ პროცესში",
- აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში. 

მსგავსი სიახლეები