დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატს მისი დაცვის ქვეშ მყოფის ნახვის საშუალება თვეებია, არ ეძლევა
დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის ნახვას უკვე თვეებია, ვერ ახერხებს. გიორგი ფანცულაია წერს, რომ იუსტიციის სამინისტრო ამ საკითხის მოგვარებას ვერ უზრუნევლჰყოფს. ადვოკატი პრობლემის დაუყოვნებლიც მოგვარებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას აანონსებს.
იმის გამო, რომ იუსტიციის სამინისტრო და შესაბამისად N18 -ე დაწესებულება ვერ უზრუნველჰყოფს:
1) საქართველოს კონსტიტუციით;
2) ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით;
3) სისხლის სამართლის კანონმდებლობით;
4) ადვოკატთა შესახებ საქართველოს კანონით და სხვა სამართლებრივი ნორმებით გარანტირებულ დაცვის უფლების განხორციელების შესაძლებლობას და უკვე მერამდენე თვეა, ვერ ვახერხებ დეკანოზ გიორგი მამალაძის ნახვას იმის გამო, რომ ყოველ მისვლისას მეუბნებიან, "ადგილი არ არის", ასევე დღესაც იგივე განმეორდა, ამიტომ მივმართე დღეს წერილობით, რომ დაუყოვნებლივ მოგვარდეს ეს პრობლემა, სხვა შემთხვევაში, დაცვის უფლების დარღვევით გამოწვევულ შედეგებზე აგებენ სამართლებრივ პასუხს!!! - წერს ადვოკატი გიორგი ფანცულაია.