ფრენები რუსეთ-საქართველოს შორის - დავითაია უახლოეს დღეებში, ქართულ ავიაკომპანიას დასანქცირებას აანონსებს
ფრენები რუსეთ-საქართველოს შორის - პაატა დავითაიას ინფორმაციით, უახლოეს დღეებში ქართულ ავიაკომპანიას დაასანქცირებენ.
პოლიტიკოსმა ამის შესახებ ინგა გრიგოლიას "რეაქციაში" ისაუბრა.
ჩვენ ვიხილავთ იმ კომპანიის დასანქცირებას, ვინც რუსული თვითმფრინავების ტექნიკურ მომსახურებას მოემსახურება. მომავალში თუ დასკვნები გაკეთებული არ იქნება, საფრთხის ქვეშ დადგება თბილისის აეროპორტის სანქცირება. ნახეთ, რომ დღეს "იკაომ" ტველა რუსული კომპანია შეიყვანა სანქცირების თემაში. ეს კომპანიები უკვე გაწითლებულები არიან, მათ შორის ის, ვინც აქ ჩამოსვლას აპირებს"- თქვა დავითაიამ.