ირაკლი კობახიძის წინასაარჩევნო არითმეტიკა - "ენმ"-ში "ოცნების" ლიდერის პროგნოზს არ ენდობიან
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პროგნოზებს თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით „ნაციონალურ მოძრაობაში“ ნაკლებად ენდობიან. ოპოზიციური პარტიის წევრის, ნუგზარ წიკლაურის, თქმით, ირაკლი კობახიძის მიერ დაანონსებული შედეგები ყოველთვის პირიქით ხდება.
ჩვენ არაერთგზის მოგვისმენია მის მიერ ანონსირებული შედეგები და შემდეგ ყველაფერი ყოფილა პირიქით, ამიტომ თუ ის ამბობს, რომ პირველ ადგილზეა „ქართული ოცნება“ და მეორეზე „ნაციონალური მოძრაობა“ , ალბათ უნდა ვიფიქროთ, რომ პირველ ადგილზეა სწორედ „ნაციონალური მოძრაობა“ და მეორეზე „ქართული ოცნება“ , - ამბობს ნუგზარ წიკლაური.
ირაკლი კობახიძემ თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართული ოცნების“ გამარჯვება დააანონსა. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ მეორე ადგილს დაიკავებს.