ეს იყო ეპარქიაში შეჭრა - ანდრია ჯაღმაიძე

08.03.21 23:20
ეს იყო ეპარქიაში შეჭრა - ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთ უფროსი ანდრია ჯაღმაიძე მარტვილის ეპარქიაში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება და კრებაზე "შეჭრის" ეპიზოდს გმობს. 


ის, რაც დღეს მთელმა საქართველომ ნახა, შესაძლებელია, მხოლოდ შეედაროს ძალიან მძვინვარე დევნის მომენტს, მსგავსი რამ არ მომხდარა საქართველოში კომუნისტების დროიდან,  ეს იყო მცდელობა ეპარქიის რეზიდენციაში მიმდინარე კრების დროს გარედან შეჭრის მცდელობა, მსგავსი რამ ეკლესიას თანამედროვე ეპოქაში არ ახსოვს, ეს არის გაუგონარი თავხედობა, ეს უნდა ეხებოდეს ყველა ქართველს, ყველა მართლმადიდებელ საქართველოს მოქალაქეს, ეს არის ფეხქვეშ გათელვა ეკლესიის და სიწმინდისა - თქვა ანდრია ჯაღმაიძემ.

ჯაღმაიძე წუხილს გამოთქვამს,  რომ ინციდენტის შედეგად ადამიანები, მათ შორის ჟურნალისტებიც დაშავდნენ.

ძალიან ვწუხვარ, რომ მოხდა ეს ინციდენტი და დაზიანდნენ, ფიზიკური ჯანმრთელობა დაუზიანდათ ადამიანებს, მათ შორის, ჟურნალისტებს. ძალიან სამწუხარო ფაქტია და ვუსურვებ მათ გამოჯანმრთელებას, - თქვა ჯაღმაიძემ.

შეგახსენებთ, რომ ჭყონდიდის ეპარქიაში სიტუაცია კრებაზე დაიძაბა. სასულიერო პირები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, შეხლა-შემოხლისას აივნის მოაჯირი ჩატყდა და ათამდე ჟურნალისტი სიმაღლიდან გადავარდა. დაშავდნენ ტვ პირველის, რუსთავის 2-ისა და ფორმულას ჟურნალისტები. 

მსგავსი სიახლეები