საარჩევნო ბაქი-ბუქი "ოცნების" ხელწერაა - ანა ნაცვლიშვილი
ირაკლი კობახიძის წინასაარჩევნო პროგნოზებს პარტია „ლელოს“ წევრი, ანა ნაცვლიშვილი, ბაქი-ბუქს უწოდებს. ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ყვითელი პოლიტიკის დრო უნდა დასრულდეს.
საარჩევნო ბაქი-ბუქი კიდევ ერთხელ არის „ქართული ოცნების“ ხელწერა, მაგრამ ახლა მაინც თუ აქვთ ამის რესურსი, ინტელექტუალური და პოლიტიკური, კარგი იქნება, თუ იმაზე კონცეტრირდნენ, თავად რას სთავაზობენ მმართველობის მეცხრე წელს თვითმმართველობაში მოქალაქეებს. მუდმივად ხდება საუბარი, თითონ რომელ ადგილზე გავლენ, ოპონენტი რომელ ადგილზე გავა. ეს არის უკვე ყვითელი პოლიტიკა, რომლის დრო უნდა ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს, - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.
ირაკლი კობახიძემ თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართული ოცნების“ გამარჯვება დააანონსა. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ მეორე ადგილს დაიკავებს.