წიწილებს შემოდგომაზე ითვლიან - გიორგი ვაშაძე კობახიძის განცხადებაზე
წიწილებს შემოდგომით ითვლიან, - ასე უპასუხა „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებას, სადაც ის თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართული ოცნების“ გამარჯვებას აანონსებს.
არც ერთი პროგნოზი არც კი გაურტყია საერთოდ კობახიძეს. ხოდა, ვერც ახლა ვერ გაატყამს. ახლა ჯობია, რომ პოლიტიკა ხალხზე ორიენტირებული გავხადოთ. ჩემი ამოცანა ეს არის, ჩვენი პარტიის და ამის შემდგომ დავთვალოთ ის მხარდაჭერა, ვის რა ექნება ოქტომბრის არჩევნებში. წიწილებს ითვლიან შემოდგომაზე. შემოდგომაზე დავთვლით, ვინ რომელ ადგილზე გავა, - ამბობს გიორგი ვაშაძე.